„სიმყრალე და წუნწუხი „ნაცმოძრაობის" ცისტერნიდან თქრიალით იმ დღესვე წამოვიდა, რაც სააკაშვილმა საპრეზიდენტო ვადა განასრულა", - ამის შესახებ გაზეთი „ასავალ-დასავალი" წერს სტატიაში „ნაცმოძრაობა კაპუტ!" გამოცემა სააკაშვილის უკრაინაში მოღვაწეობის შესახებ წერს და ამბობს, რომ მისი „ხროვა ნელ-ნელა გაიშიფრა..."
„ჰაი, ჰაი, სადაცაა გასკდებოდა კიდეც ნეხვის კასრი მაშინ, მაგრამ მოულოდნელად სააკაშვილი ოდესის ოლქის ადმინისტრაციის მმართველად განაწესეს, ხოლო მთელი მისი ბანდა უკრაინის უმაღლესი ადმინისტრაციის ეშელონებში ჩამოარიგეს და ბიოცისტერნიდან სიბიძურემაც დენას უკლო.
დრო მიდიოდა და უკრაინაში სააკაშვილის ხროვა ნელ-ნელა გაიშიფრა... თავიდან ავაქოვმა შეასხა წყალი სააკოვს, მერე იყო და, კოლომოისკიმ სპეცაგენტები დაიქირავა და სააკაშვილის ბინძური სატელეფონო საუბრების ჩანაწერები მთელ ქვეყანას მოსდო, რითაც ნაცსექტის პარანოიდული გეგმები გაშიფრა და საქართველოს უდიდესი უბედურება ააცილა. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, ნაცსექტის ზოგიერთ წევრს, მაგალითად, ადეიშვილის საყვარელიძეს, სახეში „ზელიონკა" შეასხეს, ხოლო სააკაშვილი ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა „ტრუხად", „გიჟად" და „პარანოიკად" გამოაცხადა.
მოკლედ, სააკაშვილს ფეხი გადაუბრუნდა და ნაცსექტის შიგნით ფუთფუთი და ბორიაყი ატყდა", - წერს გაზეთი „ასავალ-დასავალი".