აშშ-ის ყოფილ ელჩს მაიკლ მაკფოლს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა - ამის შესახებ ყოფილი ელჩი facebook-ის პირად გვერდზე წერს.
მაკფოლის ინფორმაციით, მასზე გავრცელდა კრემლის სანქციების მოქმედება.
ყოფილმა ელჩმა აღნიშნა, რომ მას რუსეთში შესვლა აუკრძალეს ბარაქ ობამასთან მჭიდრო კავშირის გამო.
„მე ამას ვიღებ, როგორც კომპლიმენტს. აშშ-მაც დააწესა სანქციები პუტინთან დაახლოებულ პირებზე. რამდენადაც მახსოვს, ჯორჯ კენანი იყო აშშ-ის უკანასკნელი ელჩი რუსეთში, რომელსაც აუკრძალეს ქვეყანაში შესავლა", - წერს ყოფილი ელჩი.