ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს ეხმიანება, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაარბიეს და სასტიკად გაუსწორდნენ აქციის მონაწილე მშვიდობიან მოსახლეობას. ყანდიაშვილის თქმით, 7 ნოემბრის დანაშაულის უშუალო შემოქმედი გიგა ბიკერია იყო.
„7 ნოემბრის დანაშაულის უშუალო შემოქმედია გიგა ბოკერია, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს! თუმცა, სამწუხაროდ, ის სულ რამდენიმე დღეში ციხის ნაცვლად პარლამენტში იჯდება.
ციხეში უნდა იჯდეს თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ბეგაშვილი, რომელიც ხალხის დარბევის შემდეგ სისხლიან რუსთაველზე მარშირებდა და „მიშა-მიშას" ყვიროდა!
ციხეში უნდა ისხდნენ მაშინდელი საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელები - გოგა გრიგალაშვილი და გიორგი გეგეჭკორი!
ციხეში უნდა ისხდნენ ის ზონდერები, რომლებიც ყვიროდნენ - „ბადრის რააა..."
კითხვას ვსვამ - ვინც ავთო ჯორბენაძეს ხელკეტს ურტყამდა, ის ზონდერი დაიჭირეს და პასუხი აგებინეს?!" - განაცხადა კოკა ყანდიაშვილმა.