logo_geo
eng_logo
თორნიკე მოლაშვილი: აგარაკის დაბრუნება კიდევ ერთხელ ამტკიცებს სულხანის უდანაშაულობას!
- +

12 ნოემბერი. 2016. 23:30



სულხან მოლაშვილის ძმა, ყოფილი პოლიტპატიმარი თორნიკე მოლაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მოლაშვილის ოჯახისთვის აგარაკის დაბრუნება მნიშვნელოვანია, რადგან ეს კიდევ ადასტურებს სულხანის უდანაშაულობას. იგი ამისთვის მადლობას უხდის ხელისუფლებასა და საპატრიარქოს.



„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ძმა ამ ამბავს ვერ მოესწრო, აგარაკის დაბრუნება ჩვენთვის მაინც მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს სულხანის სიმართლესა და უდანაშაულობას!

 

მინდა, მადლობა გადავუხადო პროკურატურასა და მთლიანად მთავრობას, რადგან გულისხმიერება გამოიჩინეს და სულხანის გარდაცვალებიდან მოკლე დროში აღადგინეს სამართლიანობა თუნდაც ამ ერთ ასპექტში, რასაც აგარაკის დაბრუნება ჰქვია. მადლობას ვუხდი ასევე საპატრიარქოს და პირადად პატრიარქს", - განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner