დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მთაწმინდის რაიონში სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მისთვის პირველი გამარჯვება საქართველოდან რუსეთის ჯარების გასვლა, მეორე კი „ნაციონალური მოძრაობის" არჩევნებში დამარცხება იყო. აღნიშნულ განცხადებას გაზეთი „ასავალ-დასავალი" რუბრიკაში „კვირგვინოსნები" აქვეყნებს.
„ჩემს ცხოვრებაში პირველი გამარჯვება იყო, როდესაც რუსეთის ბაზები გავიდნენ საქართველოდან და მეორე გამარჯვება არის დღეს, როდესაც ნაციონალები დამარცხდნენ თავიანთ უბანში", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.