მუსიკოსი ნუცა ჯანელიძე გაზეთ „რეზონანსთან" ინტერვიუში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე საუბრობს და ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია კონსტიტუციაში ოჯახის შესახებ არსებული ცვლილების შეტანა. აღნიშნულ განცხადებას გაზეთი „ასავალ-დასავალი" რუბრიკაში „კვირგვინოსნები" აქვეყნებს.
„ჩემთვის პრიორიტეტული ოჯახის შესახებ არსებული ცვლილებების შეტანაა. რაც შეეხება პრეზიდენტსა და პარლამენტის გადმოტანას, ეს 50/50-ზეა", - აცხადებს ნუცა ჯანელიძე.