ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით შვიდი ახალი ავიარეისი შეასრულდება - ქუთაისი-ბერლინი, ქუთაისი-მიუნხენი, ქუთაისი-მილანი, ქუთაისი-დორტმუნდი, ქუთაისი-სალონიკი, ქუთაისი-ლარნაკა, ქუთაისი-სოფია.
ქუთაისი-ბერლინის მიმართულებით ავიარეისები 23 სექტემბერიდან დაიწყება, ფრენა კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება, ხოლო მინიმალური ფასი იქნება 39.99 ევრო; ქუთაისი-მიუნხენის რეისები ასევე 23 სექტემბრიდან დაიწყება და კვირაში ორჯერ შესრულდება, ქუთაისი-მილანის ავიარეისები კი, 25 სექტემბრიდან დაიწყება, ფრენები შესრულდება ოთხშაბათს და კვირას, მინიმალური ფასი 39.99 ევრო იქნება.
ქუთაისი-დორტმუნდის რეისებიც 25 სექტემბრიდან დაიწყება, ფრენები იქნება ოთხშაბათს და კვირას, ფასი - 39.99 ევრო.
ქუთაისი-სალონიკის რეისები დაიწყება 24 სექტემბრიდან, ფრენა განხორციელდება კვირაში სამჯერ, ფასი კი იქნება 29.99 ევროდან.
ქუთაისი-სოფიას ავიარეისები 24 სექტემბერს დაიწყება, ფრენები კვირაში ორჯერ - სამშაბათს და შაბათს შესრულდება. მინინალური ფასი იქნება 29.99 ევრო.
ფრენებს ავიაკომპანია "ვიზეარი" შეასრულებს. როგორც დღევანელ პრესკონფერენციაზე კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ასეთი ფასები იმ შემთხვევაშია, თუ ბილეთები ექვსი თვით ადრე იქნება შეძენილი.