logo_geo
eng_logo
ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით შვიდი ახალი ავიარეისი შესრულდება
- +

17 თებერვალი. 2016. 22:25


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით შვიდი ახალი  ავიარეისი შეასრულდება - ქუთაისი-ბერლინი, ქუთაისი-მიუნხენი, ქუთაისი-მილანი, ქუთაისი-დორტმუნდი, ქუთაისი-სალონიკი, ქუთაისი-ლარნაკა, ქუთაისი-სოფია.


ქუთაისი-ბერლინის მიმართულებით ავიარეისები 23 სექტემბერიდან დაიწყება, ფრენა კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება, ხოლო მინიმალური ფასი იქნება 39.99 ევრო; ქუთაისი-მიუნხენის რეისები ასევე 23 სექტემბრიდან დაიწყება და კვირაში ორჯერ შესრულდება, ქუთაისი-მილანის ავიარეისები კი, 25 სექტემბრიდან დაიწყება, ფრენები შესრულდება ოთხშაბათს და კვირას, მინიმალური ფასი 39.99 ევრო იქნება.


ქუთაისი-დორტმუნდის რეისებიც 25 სექტემბრიდან დაიწყება, ფრენები იქნება ოთხშაბათს და კვირას, ფასი  - 39.99 ევრო.


ქუთაისი-სალონიკის რეისები  დაიწყება 24 სექტემბრიდან, ფრენა განხორციელდება კვირაში სამჯერ, ფასი კი იქნება 29.99 ევროდან. 


ქუთაისი-სოფიას ავიარეისები  24 სექტემბერს დაიწყება, ფრენები კვირაში ორჯერ - სამშაბათს და შაბათს შესრულდება. მინინალური ფასი იქნება 29.99 ევრო.


ფრენებს ავიაკომპანია "ვიზეარი" შეასრულებს.  როგორც დღევანელ პრესკონფერენციაზე კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ასეთი ფასები იმ შემთხვევაშია, თუ ბილეთები ექვსი  თვით ადრე იქნება შეძენილი.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner