„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში ჩინური კომპანიის წარმომადგენლების მიერ ქართველი მუშების ცემის ფაქტს ეხმიანება და ხელისუფლებას მოუწოდებს, დამნაშავეები დაუყოვნებლივ მიეცენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. აღნიშნულ განცხადებას გაზეთი „ასავალ-დასავალი" რუბრიკაში „კვირგვინოსნები" აქვეყნებს.
„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საქართველოში ქართველი კაცი იყოს დაჩაგრული და დაბეჩავებული. „უფლებადამცველთა გაერთიანება" მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამნაშავე პირები ქართულ მუშებზე განხორციელებული თავდასხმის გამო", - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.