-
+
13 ნოემბერი. 2016. 01:18
აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის ჰილარი კლინტონის მხარდამჭერებმა არჩევნებში, სოლიდარობის ნიშნად, მას 1 000 წითელი ვარდი მიართვეს. ამის შესახებ „ტვიტერში" კლინტონის შტაბის ვირტუალური პროექტების ხელმძღვანელი ჯენა ლოუენსტაინი წერს.
მისი ცნობით, ჰილარი კლინტონმა მირთმეული ყვავილები მისი საპრეზიდენტო კამპანიის მონაწილეებს გაუნაწილა გამოსამშვიდობებელ საღამოზე, რომელიც ბრუკლინში შედგა.