logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: პასუხი უნდა აგოს ყველა რიგითმა პოლიციელმა, რომელიც 7 ნოემბერს ხალხს სასტიკად არბევდა
- +

13 ნოემბერი. 2016. 01:43


 

დღეს, 7 ნოემბერს, 9 წელი შესრულდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ხალხმრავალი საპროტესტო აქციის დარბევიდან, როდესაც „ნაცმოძრაობის" პოლიტიკური პოლიცია და ზონდერბრიგადები მშვიდობიან მომიტინგეებს სასტიკად გაუსწორდნენ. ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი ამ ყველაფრის უშუალო მონაწილე იყო. იგი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ყველა რიგითი პოლიციელი, ვინც 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევაში მიიღო მონაწილეობა, ციხეში უნდა იჯდეს.

 

„მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და რამდენიმე ადამიანი პასუხისგებაში მისცეს, პირადად მე ნამდვილად არ მაქვს განცდა, რომ 7 ნოემბრის საქმეზე სამართლიანობა აღდგენილია!

 

დიახ, სააკაშვილის რეჟიმის შინაგან საქმეთა მინისტრები თუ მთავარი პროკურორები სულაც მუხლებზე რომ დაემხონ და დანაშაული აღიარონ, მაინც ვერ ჩავთვლი, რომ ვინმემ სათანადოდ აგო პასუხი იმ საშინელ ზიანზე, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს მთელ ქვეყანას მიადგა!

 

კარგად მახსოვს, რომ ერთ-ერთმა პოლიციელმა, რომელიც 7 ნოემბერს აქციის დარბევაში მონაწილეობდა და ხალხს სცემდა, სიამაყით განაცხადა - მე ვიღაცა არ გეგონოთ, ქართველი პოლიციელი ვარო! მაშინ ტელევიზიებმა ამ ტიპისგან გმირი შექმნეს, მე კი მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ის პოლიციელი ციხეში უნდა იჯდეს!

 

დიახ, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს ყველა იმ რიგითმა პოლიციელმა, რომელიც 7 ნოემბერს ხალხს სასტიკად არბევდა და აფთიაქებსა თუ სუპერმარკეტებში თავშეფარებულ მშვიდობიან მომიტინგეებსაც კი ფიზიკურად უსწორდებოდა!" - განაცხადა კოკა ყანდიაშვილმა.






 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner