logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: რუსეთს სჭირდება, მსოფლიო საზოგადოების თვალში სამშვიდობო პროცესების ინიციატორად წარმოჩინდეს
- +

13 ნოემბერი. 2016. 01:55

 


რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოში არჩევნებში გაიმარჯვეს პრორუსულმა ძალებმა. ექსპერტი მამუკა არეშიძე „თბილისელებთან" ინტერვიუში აღნიშნულ საკითხს ეხმიანება და ამ ინფორმაციის გავრცელების მიზნებზე საუბრობს. მისი თქმით, რუსეთს უნდა, მსოფლიოს აჩვენოს, რომ საქართველოში საზოგადოებრივი აზრი შემოტრიალდა.



„ამას აქვს რამდენიმე მიზანი: ერთი ის, რომ ვმუშაობთ და მივიღეთ შედეგი. ჩვენს საზოგადოებას მოყირჭდა უკრაინის ამბების მოსმენა, არადა, ამ დროს იქ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები ხდება და იქ მიმდინარე პროცესები ექოსავით ისმის საქართველოში. რუსეთს ძალიან სჭირდება, იყოს სამშვიდობო პროცესების ინიციატორი და სულისჩამდგმელი და ასეთად წარმოჩინდეს მსოფლიო საზოგადოების თვალში. დღეს რუსეთი ძალიან აქტიურად მუშაობს კვიპროსის გაერთიანების თემაზე. იცით, რომ თურქული და ბერძნული თემების წარმომადგენლები ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და სპეციალისტების გათვლით, წლის ბოლომდე კვიპროსი შეიძლება, გაერთიანდეს. ამ პროცესში ჩართულები არიან საბერძნეთი, თურქეთი, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. იქ რუსეთი ძალიან პოზიტიურ როლს ასრულებს და თავის როლს ფუთავს კიდეც პოზიტიურად. მას, ასევე, უნდა, მსოფლიო საზოგადოებას აჩვენოს, რომ საქართველოში საზოგადოებრივი აზრი შემოტრიალდა და, შესაბამისად, ხელისუფლებაც ამგვარი მოვიდა.


ეს ტყუილია და აბსურდი. რუსულ პრესაში ხაზს არ უსვამენ შემდეგ, ძალიან საინტერესო ფაქტს. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების გვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია, რომ საქართველოში უნდა აშენდეს ამერიკული ბაზა და, ფაქტობრივად, ტენდერია გამოცხადებული. იგულისხმება ვაზიანის მიმდებარე ტერიტორია. ეს ის ბაზა კი არ არის, როგორც ჩვენ გვესმის ბაზის მნიშვნელობა - საწვრთნელი ცენტრია. ჩვენ ვიცით, რომ იქ უნდა გაკეთდეს საქართველოს საწვრთნელი ცენტრი, სადაც იქნებიან ამერიკელი ინსტრუქტორები. ძალიან საინტერესოა, რომ ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა ამერიკის თავდაცვის უწყების გვერდზე, ანუ, რომ ფულს იხდიან ისინი, მაგრამ რუსულ მედიაში ამის შესახებ კრინტსაც არ ძრავენ", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.



 

 





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner