logo_geo
eng_logo
აშშ-ის მომავალ ვიცე-პრეზიდენტს არ სჯერა, რომ მოწევა კლავს
- +

13 ნოემბერი. 2016. 01:59



აშშ-ის მომავალი ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი ერთ დროს აცხადებდა, რომ მას არ სჯერა იმის, თითქოს მოწევა ადამიანს კლავდეს. ამის შესახებ პოლიტიკოსი 15 წლის წინ წერდა.



„რეალობის გადახედვის დროა. პოლიტიკოსთა და მედიის მხრიდან ატეხილი ისტერიის მიუხედავად, მოწევა არ კლავს. სხვათა შორის, ყოველი 3 მწეველიდან, ორი მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებით არ კვდება, ათი მწეველიდან კი 9-ს სართოდაც არ აჩნდება ფილტვის კიბო", - წერდა პენსი, თუმცა ბოლოს იმასაც ამატებდა, რომ „მოწევა თქვენთვის სასარგებლო არაა".



მომავალი ვიცე-პრეზიდენტის მიერ მოყვანილი სტატისტიკა საეჭვო და ღიმილის მომგვრელია, რადგან მეცნიერების მიერ არაერთხელაა დამტკიცებული, რომ მოწევა მომაკვდინებელია. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში 40 მილიონი მწეველია. ყოველი მესამე მწეველი მოწევასთანდ დაკავშირებული დაავადებებით კვდება, რაც ციფრებში აშშ-ისთვის 13,3 მლნ ადამიანს უდრის.



აშშ-ში მოწევისგან ყოველწლიურად 480 000 ადამიანი კვდება.


წყარო: Business Insider










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner