logo_geo
eng_logo
თორნიკე მოლაშვილი: სააკაშვილს სულხან მოლაშვილის წამების ფოტოები დაუდეს და ჰკითხეს…
- +

13 ნოემბერი. 2016. 02:00



კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი „ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოგონილი მიზეზით დააკავა და მოსთხოვა, აგარაკი შეეძინა და სახელმწიფოსთვის გადაეცა, რის შემდეგაც მას ციხიდან გაათავისუფლებდნენ. სულხანის ძმა, ყოფილი პოლიტპატიმარი თორნიკე მოლაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ამბობს, რომ სულხან მოლაშვილს აგარაკი აყიდვინეს, მაგრამ სააკაშვილმა მის გათავისუფლებაზე უარი თქვა.

 

 

„როგორც მაშინ ვალერი გრიგალაშვილმა მითხრა, ლონდონში ჩასულ სააკაშვილს წინ სულხან მოლაშვილის წამების ამსახველი ფოტოები დაუდეს და ჰკითხეს - თქვენს ციხეებში რა ხდებაო?! სააკაშვილი ამაზე გამწარდა და სულხანის გათავისუფლებაზე უარი თქვა", -განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.



თორნიკე მოლაშვილის თქმით, მან დღესაც არ იცის, სად მდებარეობს აგარაკი, რომელიც სულხან მოლაშვილს ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ აყიდვინეს.

 

„ვითომდა სულხანის გასათავისუფლებლად აგარაკი ისე გვაყიდვინეს, რომ თვალითაც არ მინახავს და დღესაც არ ვიცი, კონკრეტულად სად მდებარეობს!

 

 

 

სააკაშვილმა იმ აგარაკში უსახლკაროები შეასახლა, მაგრამ მათ როგორც კი გაიგეს, რომ ეს ქონება სულხან მოლაშვილს იძულებით შეაძენინეს და სახელმწიფოსთვის აჩუქებინეს, იქაურობა მაშინვე დატოვეს.

 

ამის შემდეგ ეს აგარაკი ნაციონალების ხელისუფლებამ საქართველოს საპატრიარქოს გადასცა, ოღონდ, გასხვისების უფლების გარეშე, რადგან სააკაშვილს ეშინოდა, პატრიარქს ქონება სულხანის ოჯახისთვის არ დაებრუნებინა", - განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.









 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner