პარიზში, ბატაკლანის საკონცერტო დარბაზზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმიდან ხვალ ერთი წელი სრულდება.
ბრიტანელი მოქალაქე, რომელიც პარიზში მომხდარ თავდასხმებს ცოცხალი გადაურჩა, ღია წერილს აქვეყნებს და საკუთარ ემოციებს იხსენებს.
„ცოტა ხნის წინ ახალი იდენტიფიკაცია მომენიჭა. მე ვარ „გადარჩენილი".
2015 წლის 13 ნოემბერს, ტერორისტებმა ჩემი მოკვლა სცადეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს არ გამოუვიდათ, ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა.
მე ბატაკლანში ვიყავი.
პარიზის შემდეგ ცხოვრება გამკაცრდა. ეს ჩემთვის ყოველდღიური შოკია.
ბედნიერი ვარ, რომ ცოხალი ვარ, თუმცა ეს ამავდროულად, მწუხარება, გაბრაზება და დანაშაულია, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობ.
ვწუხვარ, რომ ამდენი ადამიანი გარდაიცვალა, გაბრაზებული ვარ პასუხისმგებლობის გამო და თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რადგან ბევრი ადამიანისგან განსხვავებით, მე გადავრჩი.
ძალიან შეშინებული ვარ.
მომხდარიდან თითქმის ერთი წელი გავიდა. პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოზი და დეპრესია მაქვს, რაც მედიკამენტების მიღებას და ფსიქოლოგიურ კურსს გულისხმობს.
მინდა, რომ ვიყო „ნორმალური" და შემეძლოს საგნების და მოვლენების აღქმა. ისე, როგორც ადრე იყო - გაანალიზება, მუსიკის სიყვარული და მოგზაურობა, თუმცა ეს ყველაფერი გარკვეულ დროს მოითხოვს.
მინდა, რომ უკეთესად ვიყო, თუმცა ხანდახან ვღელავ, გამომივა თუ არა.
ერთი წლის თავზე მივხვდი, რომ ის, რაც გასული წლის 13 ნოემბერს მოხდა, ყოველთვის მემახსოვრება, თუმცა იმედი მაქვს, რომ დრო ნამდვილად არის გრძნობების მკურნალი და ეს ყველაფერი გაქრება.
ჩემი გრძნობები ყოველთვის ტერორიზმის შედეგად დაშავებულებთან არის", - წერს პარიზის ტერირისტულ თავდასხმებს გადარჩენილი ბრიტანეთის მოქალაქე.
გასული წლის 13 ნოემბერს პარიზში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმებს 130 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ასობით ადამიანი დაშავდა.
აფეთქება სამ სხვადასხვა ლოკაციაზე მოხდა - ტერორისტების სამიზნე საფრანგეთის ეროვნული სტადიონი, ბატაკლანის საკონცერტო დარბაზი და ბარ-რესტორნები იყო.
წყარო: https://www.yahoo.com