„ჩემი ღრმა რწმენით, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტმა უნდა აირჩიოს!" - ამის შესახებ ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საუბრობს და ამბობს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტის უფლებები საკმაოდ შეკვეცილია, არ არის საჭირო საერთო-სახალხო არჩევნების ჩატარება მის ასარჩევად.
„დღეს ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის უფლებამოსილება საკმაოდ შეკვეცილია და ეს ინსტიტუტი დიდ ძალაუფლებას არ ფლობს, რის გამოც პრეზიდენტის ასარჩევად საერთო-სახალხო არჩევნების ჩატარება საჭიროდ არ მიმაჩნია და ძალიან ბევრი ადამიანიც სწორედ ასე ფიქრობს", - აცხადებს კოკა ყანდიაშვილი.