ბრიტანელი ფოტოგრაფი მაიკ გოლდვოტერი (Mike Goldwater) 1993 წლის სექტემბერში საქართველოში იმყოფებოდა, სადაც შეესწრო აფხაზეთის ომს და მან დააფიქსირა ბევრი ისეთი კადრი, რომელიც დღემდე ჩვენთვის უცნობია, ამ კადრებში გადმოცემუილა ის მძიმე წუთები, რომლებიც ჩვენმა თანამოქალაქეებმა განვლეს.
გოლდვოტერს საკუთარ საიტზე წერს, თუ როგორ მოხვდა იგი ამ ყველაფრის ეპიცენტრში.
„1993 წლის სექტემბერში საქართველოში დაიწყო სამოქალაქო ომი. აფხაზეთს რუსეთმა დაუჭირა მხარი და შემოიყვანა სეპარატისტები, რომლებიც იბრძოდნენ სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ქალაქ სოხუმში. მე ხშირად მქონდა რეპორტაჟები საბჭოთა კავშირის დაშლაზე, ამიტომ გადავწყვიტე, ეს თემაც გამეშუქებინა.
ერთ-ერთ სასტუმროში ჩემს კოლეგას შევხვდი, მეორე დილით ერთად გავეშურეთ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. თითქმის საღამო იყო, როდესაც ზუგდიდში ჩავედით, ქუჩაში არავინ ჩანდა. იმ დღესვე წავედით სოხუმში. მანქანაში ჩემს პატარა რადიოს ვუსმენდი, სადაც ამბობდნენ, რომ სოხუმი დაეცა", - წერს ფოტოგრაფი.
1.სოხუმის დაცემის მეორე დღე, ფრონტის მეორე ხაზი ოჩამჩირე გახდა, ქართველები კი ქალაქს ტოვებენ
2. მატარებლის სადგური, დედა-შვილის შეხვედრა, დედას შვილი დაღუპული ეგონა
3. სოხუმის დაცემის შემდეგ, დღე, როდესაც ოჩამჩირე გახდა ახალი ფრონტის ხაზი, ბოლო მატარებელი, რითაც ქართველები ტოვებდნენ ქალაქს (ეს მატარებელი
განკუთვნილი იყო ტვირთების გადასაზიდად)
4. ოჩამჩირედან წამოსული ბოლო მგზავრები
5. ჯარისკაცმა გოგონას ყუმბარა აჩუქა, ხოლო შემდეგ გოგონამ ისევ უკან დაუბრუნა იგი
6. ოჯახი ოჩამჩირეში ცდილობს, რომ რაიმე გადაარჩინოს დამწვარი სახლიდან
7. ახალგაზრდა ოჯახი ზუგიდის ხიდზე
8. საქართველოს მთავრობის ჯარისკაცები, აქ ასევე იყვნენ მოხალისეებიც
9. ექს-პრეზიდენტი ოჩამჩირეში
10. ათიათასობით ქართველი ოჩამჩირეს ტოვებს და გალისკენ მიიწევს
11. ოჩამჩირედან წამოსული ქართველები მანქანის ძარაზე
13. ზუგდიდის ხიდზე მოხუცი ქალი, რომელიც სეპარატისტებთან იყო, რათა გაეგო რაიმე ინფორმაცია მის ახლობლებზე და ოჯახის წევრებზე.
14. დილით. აფხაზეთიდან გამოქცეული ლტოლვილები ზუგდიდის ხიდთან დგანან და უყურებენ სეპარატისტების ტანკებს
15. ხალხი ვერტმფრენის მოლოდინში, ვერტმფრენს ისინი უსაფრთხო ადგილას უნდა გადეყვანა, მაგრამ უშედეგო ლოდინის შემდეგ დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, ყინვაში გზა ფეხით გაეგრძელებინა
16. მიგრანტთა ნაწილი ვერტმფრენში ადის
17. ეს სატვირთო ტალახში უიმედოდაა გაჭედილი
18. ბავშვებმა და ბებიამ ჭუბერში, მიტოვებულ მანქანას შეაფარეს თავი
19. ტალახში ჩაჭედილ ცხენს ამოსვლაში ეხმარებიან
20. ჭუბერის უღელტეხილი
21. ლტოლვილებმა ქალის გვამი დატოვეს და გზას აგრძელებენ
22. სუსხიანი დილა ჭუბერის ხეობაში
23. დაჭრილი ჯარისკაცი, რომელიც ელოდება სამედიცინო დახმარებას, მას ამხნევებენ ლტოლვილები
24. პრეზიდენტი შევარდნაძე ემზადება ერთ-ერთი ფრანგულ სატელევიზიო პროგრამაში გამოსასვლელად
ფოტოების დასათაურება ეკუთვნის ფოტოგრაფს, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა ეს ყველაფერი.