logo_geo
eng_logo
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია 100 000 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს
- +

13 ნოემბერი. 2016. 11:10




13 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.



საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.



ხორეზმის სახელმწიფოს გამგებელმა, ჯალალ ედ-დინმა 1227 წელს თბილისი აიღო. მისი ბრძანებით, სიონის საპატრიარქო ტაძარს გუმბათი მოხსნეს, სადაც ჯალალ ედ-დინისთვის ტახტი დადგეს. სიონის ტაძრიდან ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები გამოაბრძანეს და მეტეხის ხიდზე გაიყვანეს. თბილისელებს აიძულებდნენ, ქრისტეს უარყოფის ნიშნად, ჯერ დაენერწყვათ, შემდეგ კი ფეხით გაეთელათ წმიდა ხატები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თავების წარკვეთით ემუქრებოდნენ. 100 000-მა ქართველმა სულიერი სიმტკიცე გამოიჩინა. მათ ხატებს თაყვანი სცეს და ბრძანებას არ დაემორჩილნენ, რის გამოც ასი ათასი მოჭრილი თავი და თავწარკვეთილი სხეული მტკვარს გაატანეს. ამ დღეს ქართველმა ერმა სარწმუნოებისათვის თავდადებული 100 000 მფარველი შეიძინა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner