შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული თ.კ. მუქარისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრალდებული ლაგოდეხის რაიონის სოფელ ნინოგორში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის თავის მეუღლეს - 1987 წელს დაბადებულ ა.გ.-ს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, გადაჭრილი თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება მუქარის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).