logo_geo
eng_logo
ეშტონ კარტერი: აშშ-მ უნდა გააგრძელოს ბრძოლა „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებისთვის
- +

13 ნოემბერი. 2016. 11:12



ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა ტელეკომპანია CBS-სთან საუბარში აღნიშნა, რომ რუსეთი ევროპაში აგრესიულად იქცევა, როგორც ამას უკრაინასა და საქართველოში აკეთებდა.



„რუსეთი მეტწილად, აგრესიულად იქცევა ევროპაში, როგორც ეს იყო უკრაინასა და საქართველოში. ამიტომ, ჩვენ მტკიცე პოზიცია უნდა გვეკავოს ევროპაში შესაძლო რუსული აგრესიის საკითხზე", - განაცხადა ეშტონ კარტერმა.


კარტერმა აქვე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს ბრძოლა „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ და დაიცვას თავისი მოქალაქეები.


„დაასრულეთ „ისლამური სახელმწიფოს" განადგურების პროცესი ერაყსა და სირიაში. გააგრძელეთ მათთან ბრძოლა ყველგან, სადაც გამოჩნდნენ, მაგალითად ლიბიაში და ავღანეთში და პირველ რიგში, დაიცავით ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი ხალხი, რაც არამხოლოდ სამხედრო ამოცანააა, არამედ მოიცავს სადაზვერვო და სამართალდამცავი ორგანოების მუშაობას, ასევე შიდა უსაფრთხოებას", - განაცხადა კარტერმა.


კარტერტის თქმით, აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ამ ეტაპზე რუსეთთან თანამშრომლობა არ უნდა დაიწყოს, მათ შორის სირიის ფაქტორის გამო. მისი აზრით, რუსეთის დახმარება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისთვის, კიდევ უფრო ამწვავებს სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომს.


„არ ვურჩევ პრეზიდენტს, შევუერთდეთ რუსებს ან ვითანამშრომლოთ მათთან იქამდე, სანამ სწორად არ იმოქმედებენ", - განაცხადა ეშტონ კარტერმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner