logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს
- +

13 ნოემბერი. 2016. 11:12



დონალდ ტრამპმა გამოცემა Wall Street Journal-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის ლიდერთან ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.


მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მან პუტინისგან „შესანიშნავი" წერილი მიიღო.


ვლადიმირ პუტინმა ტრამპს მისალოცი წერილი 9 ნოემბერს გაუგზავნა, რომელშიც იმედი გამოთქვა, რომ მხარეები ერთობლივად იმუშავებენ რუსულ-ამერიკული ურთიერთობების კრიზისიდან გამოყვანის მიზნით.


BBC-ს ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ამბობდა, რომ  არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობას გააუმჯობესებდა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner