logo_geo
eng_logo
ბარაქ ობამა აშშ-ის პრეზიდენტის რანგში ბოლო საერთაშორისო ტურნეს ორშაბათს დაიწყებს
- +

13 ნოემბერი. 2016. 11:13



თეთრი სახლის ინფორმაციით ბარაქ ობამა აშშ-ის პრეზიდენტის რანგში ბოლო საერთაშორისო ტურნეს იწყებს. მათივე ინფორმაციით, ტურნე ორშაბათს დაიწყება და ექვსი დღე გაგრძელდება.



როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ობამას ვიზიტის მიზანია,  დაარწმუნოს მსოფლიო ლიდერები, რომ დონალდ ტრამპის არჩევის გამო მათ შეშფოთების საბაბი არ უნდა ჰქონდეთ.



ბარაქ ობამა ეწვევა საბერძნეთსა და გერმანიას, შემდეგ კი დაესწრება აზია-წყნარი ოკეანეს ეკონომიკური თანამშორმლობის სამიტს პერუში, სადაც გამართავს შეხვედრას ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან.



რაც შეეხება ტურნეს ევროპულ ნაწილს, საბერძნეთში ობამა პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასს, გერმანიაში კი კანცლერ ანგელა მერკელს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის და საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს შეხვდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner