logo_geo
eng_logo
რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ მორიგი კონცერტი გაიმართება
- +

13 ნოემბერი. 2016. 14:19



14 ნოემბერს 19:30 საათზე, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში  „თბილისის ბაროკო ფესტივალის" მორიგი კონცერტი გაიმართება. შესრულდება ბაროკოს პერიოდის როგორც ვოკალური, აგრეთვე ინსტრუმენტული ნაწარმოებები. კონცერტი მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ქართველი შემსრულებლებისთვის, რომლებიც ბაროკოს ეპოქის ვოკალურ მუსიკას შეასრულებენ ავთენტურად, რაც არაჩვეულებრივი საშუალებაა ამ მუსიკას პოპულარიზაცია გავუწიოთ არა მხოლოდ მსმენელებში, არამედ ადგილობრივი მუსიკოსები ვაზიაროთ ძველი მუსიკის შესრულების მანერას და საქართველოშიც დამკვიდრდეს  ეს საშემსრულებლო სტილი.


კონცერტში მონაწილეობენ: ანა პოდოროლსკაია (სოპრანო), ფესტივალის სტუმარი. მიხეილ აბრამიშვილის (კონტრ-ტენორი) და  დავით გოგოლაშვილი (ტენორი), რომლებიც კონცერტის პირველ განყოფილებაში, „საქართველოს სინფონიეტას" თანხლებით  შეასრულებენ არიებს ჰენდელის ოპერებიდან.


კონცერტის მეორე განყოფილება ინსტრუმენტულ მუსიკას დაეთმობა, სადაც სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან ერთად, ფესტივალის სტუმარი თომას ბაეტე (ბელგია), ბაროკოს პერიოდის საკრავზე, ვიოლა და გამბაზე შეასრულებს ტელემანის ნაწარმოებებს. მას ასევე თანხლებას გაუწევს გიორგი კუზანაშვილი (თეორბო), რომელიც ამ უძველესი საკრავით პირველად წარსდგება დიდი აუდიტორიის წინაშე.


თომას ბაეტემ თავად დაიწყო სწავლა  ვიოლა და გამბაზე, შემდეგ  სწავლა განაგრძო ბრიუსელში და ბარსელონაში ვიელანდ კუიჯკენთან, იორდი სავალისა და სოფი ვატილონთან. მასტერკლასები მიიღო პაოლო პანდოლფთან. როგორც ვიოლა და გამბისა და  და შუა საუკუნეების ვიოლინოს შემსრულებელი, თომასი გამოდიოდა ანსამბლებთან „Mala Punica", „Capilla Flamenca", „La როზა Enflorese", „The Toronto Consort" და „Graindelavoix"-თან ერთად. თომასი არის ტრიო „Osuna"-ს წევრი, რომელთან ერთად ის იკვლევს ხმელთაშუა და ცენტრალური აზიის ტრადიციულ მუსიკას. 2010 წელს თომას ბაეტემ დააარსა საკუთარი ანსამბლი „ClubMediéval", რომლის წევრები ახალგაზრდა  გვიანი შუა საუკუნეების პოლიფონიის სპეციალისტები არიან. თომასი ვიოლა დე გამბის და შუა საუკუნეების მუსიკის მასწავლებელია, მას რეპეტიტორად რეგულარულად იწვევენ ადრეული მუსიკის ანსამბლებში.


კონცერტის დაწყებამდე, 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზის  ფოიეში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი - დავით გიგინეიშვილი წაიკითხავს ლექცია-შესავალს, სადაც მსმენელები მიიღებენ ინფორმაციას იმ კომპოზიტორებზე და იმ ნაწარმოებებზე რასაც შემდეგში მოისმენენ კონცერტზე. ეს პრაქტიკა უკვე არსებობს ევროპის საკონცერტო დარბაზებში და დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი მსმენელიც მოიწონებს ამ ინოვაციას.


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner