ესპანეთში ავარიის შედეგად 14 უცხოელი სტუდენტი დაიღუპა. ავტობუსის მძღოლმა, რომელსაც 56 სტუდენტი ვალენსიადან ბარსელონაში გადაჰყავდა, მაგისტრალზე საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის მეორე მხარეს გადავიდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. 43 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მედიის ინფრომაციით, დაშავებულები დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის, თურქეთის, უკრაინისა და ესპანეთის მოქალაქეები არიან. დაღუპული სტუდენტების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსში გაცვლითი პროგრამა "ერაზმუსის" სტუდენტები იმყოფებოდნენ, რომლებიც ბარსელონას უნივერსიტეტში და ბარსელონას ავტონომიურ უნივერსიტეტში ირიცხებიან.