logo_geo
eng_logo
პაკინსტანში მომხდარ აფეთქებას 52 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- +

13 ნოემბერი. 2016. 14:22



პაკისტანის პროვინცია ბელუჯისტანის სუფისტურ მეჩეთში მომხდარ აფეთქებას 52 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასამდე კი - დაშავდა.


აფეთქება რიტუალური ცეკვის შესრულებისას მოხდა.


როგორც BBC იუწყება, ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" განაცხადა, რომ აფეთქება ერთ-ერთმა მისმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.



სუფიზმი ისლამის ერთ-ერთი მიმდინარეობაა, რომელსაც პაკისტანში მილიონობით მიმდევარი ჰყავს. ამ მიმდინარეობის წარმომადგენლები ხშირად ხდებიან ექსტრემისტების თავდასხმის სამიზნე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner