logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: დროა, აშშ-მა NATO-ზე უარი განაცხადოს
- +

13 ნოემბერი. 2016. 15:36



NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სტატიაში, რომელიც „გარდიანში" გამოქვეყნდა ამბობს, რომ აშშ-მა NATO-ზე უარი უნდა განაცხადოს და ევროპელი მოკავშირეები უსაფრთხოების გამოწვევების პირისპირ დატოვოს.


„ ისტორიის განმავლობაში ჩვენი თაობის უდიდეს გამოწვევებს ვაწყდებით. ახლა არ არის დრო, ეჭვქვეშ დავაყენოთ ევროპასა და ამერიკას შორის პარტნიორობის ფასეულობა. 67 წლის განმავლობაში ეს პარტნიორობა იყო ევროპაში მშვიდობის, თავისუფლებისა და აყვავების საფუძველი. ამან შეგვაძლებინა წარმატებით შეგვეკავებინა საბჭოთა კავშირი და ბოლომდე მიგვეყვანა ცივი ომი", - ამბობს იენს სტოლტენბერგი.


სტოლტენბერგის თქმით, ერთადერთხელ, როდესაც NATO-მ გამოიყენა თავისი მდგომარეობა საკუთარი თავდაცვისთვის ერთ-ერთ წევრზე თავდასხმისას, იყო 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი და ეს იყო „უფრო მეტი, ვიდრე სიმბოლო". მისივე თქმით, ამავდროულად, ამჟამინდელ გამოწვევებზე NATO-ს სახელმწიფოები ერთად პასუხობენ.

 

„ჩვენ ცივი ომის შემდეგ კოლექტიური თავდაცვის ყველაზე მეტი ძალისხმევა განვახორციელეთ. ეს არის შეკავება და არა აგრესია. არ გვსურს კონფლიქტის პროვოცირება, არამედ მისი აღკვეთა გვსურს", - აცხადებს სტოლტენბერგი.


„ამ მღვრიე პერიოდში გვჭირდება ძლიერი ამერიკული ლიდერობა და გვინდა, რომ ევროპელებმა თავისი წილი პასუხისმგებლობა იტვირთონ. ყველაზე მეტად კი გვჭირდება ევროპასა და ამერიკას შორის პარტნიორობის დაფასების აღიარება. უთანხმოებათა გაღრმავების ნაცვლად, უნდა განვავითაროთ ის, რაც გვაერთიანებს და გამოვნახოთ გონიერება და შორსმჭვრეტელობა, რომ ერთად ვიმუშაოთ. მარტო ყოფნა არ არის ევროპისა და ამერიკის ვარიანტი", - ამბობს სტოლტენბერგი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner