logo_geo
eng_logo
მარტინ შულცი თურქეთისთვის სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს
- +

13 ნოემბერი. 2016. 17:56



გამოცემა „ბილდის" ინფორმაციით ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი არ გამორიცხავს, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავების გამო, თურქეთის წინააღმდეგ შეზღუდვები დაწესდეს.


„ჩვენ ევროკავშირში აუცილებლად უნდა მოვიფიქროთ, რა ეკონომიკური ზომების მიღება შეგვიძლია. საბაჟო კავშირი, რომლის წევრიც თურქეთია, წლის ბოლომდე უნდა იყოს რეფორმირებული. ვერ წარმომიდგენია, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისა და ჟურნალისტების დაკავებათა ტალღის შემდეგ გავაფართოებთ საბაჟო კავშირს", - განაცხადა შულცმა.


შულცის თქმით, იმ შემთხვევაში თუ თურქეთი სიკვდილით დასჯას შემოიღებს, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები შეწყდება.


„თუკი თურქეთი სიკვდილით დასჯას შემოიღებს, მისი ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები შეწყდება", - განაცხადა მარტინ შულციმ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner