logo_geo
eng_logo
ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე გახდა
- +

13 ნოემბერი. 2016. 17:57



ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე გახდა. ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ, ოპერის თეატრს, კვირას წარუდგინა.


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ 19 აგვისტოს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში შექმნილმა დროებითმა სარეკომენდაციო საბჭომ, 27 ოქტომბერს, ფარული კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება და მიხეილ გიორგაძეს ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე ბადრი მაისურაძის კანდიდატურა წარუდგინა. 


14 ნოემბრიდან კი ძალაში შევა მიხეილ გიორგაძის 2 ნოემბრის ბრძანება: „პროფესიული თეატრების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: დაინიშნოს ბადრი მაისურაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2016 წლის 14 ნოემბრიდან, 4 წლის ვადით".


ქართველი მომღერალი ბადრი მაისურაძე 1994 წლიდან დღემდე მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი, 2002 წლიდან კი - გალინა ვიშნევსკაიას საოპერო სიმღერის ცენტრის პროფესორია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner