logo_geo
eng_logo
რეზო მიშველაძე: რა, ნაცარქექია შევცვალოთ?
- +

13 ნოემბერი. 2016. 18:05



მწერალი რეზო მიშველაძე განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებას ეხმიანება, სადაც ის ამბობს, რომ ქართული ზღაპრები და მულტფილმები შესაცვლელია. მიშველაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ზღაპრები, რომლებიც ბავშვისათვის გაუგებარია, უნდა შეიცვალოს და ფიქრობს, რომ ჯეჯელავაც ამას გულისხმობდა.



„არა მგონია, რომ მინისტრს ეთქვა, ძველი ზღაპრები და მულტფილმები შესაცვლელიაო. რა, ნაცარქექია შევცვალოთ? შეიძლება, მინისტრმა თქვა, რომ მეცნიერულ-ტექნიკურ რევოლუციასთან ერთად, ზოგიერთი მოძველებული, ბავშვისთვის გაუგებარი ზღაპარი ან იგავ-არაკი შევცვალოთ ახალი თანამედროვე ზღაპრებითო. ეს სავსებით შესაძლებელია. მე ვფიქრობ, მინისტრი იმასაც იტყოდა, ამაში ზომიერება უნდა დავიცვათ. ის, რაც ერის ფსიქიკაში ასწლეულების განმავლობაში გამჯდარია, იმის ამოღება და გადაგდება არაფრით შეიძლება. უკვდავი ქართული ზღაპრები არასდროს ბერდება, მაგრამ ზოგიერთ ზღაპარში ისეთი მოვლენა და ნივთია, რომელსაც თანამედროვე ბავშვი ვერ გებულობს. ასე რომ, ხალხურმა მეზრაპრემ ან მწერალმა კალამი კი არ უნდა დადოს, პირიქით, უნდა შექმნას ახალი. ჩვენს მწერლობაში მიმაჩნია, რომ გურამ პეტრიაშვილი არის ის, ვინც თანამედროვე ზღაპრებს ძალიან წარმატებულად ქმნის", - აცხადებს რეზო მიშველაძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner