logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ის ხალხი არ ვართ, ვინც პარტიის ფულს ჯიბეში იდებს!
- +

13 ნოემბერი. 2016. 18:32



„პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ „პატრიოტთა ალიანში" არ არიან ისეთი ადამიანები, ვინც პარტიის ფულს ჯიბეში იდებს და აღნიშნავს, რომ ყველა შემოწირულობა მაჟორიტარულ და პროპორციულ არჩევნებზე დაიხარჯა.



„ჩვენი ყველა შემოწირულობა საჯაროა და ის თანხა, რაც გვქონდა, მთლიანად მაჟორიტარულ და პროპორციულ არჩევნებზე დაიხარჯა! ის ხალხი არ ვართ, ვინც პარტიის ფულს ჯიბეში იდებს! პოლიტიკური საქმიანობისა თუ სააკაშვილის რეჟიმთან წინააღმდეგობის გამო ამქვეყნიური ბევრი სიკეთე დაგვითმია და გაგვიღია კიდეც, მაგრამ ახლა რომ გამოვსულიყავი და მეთქვა, გამოდით-მეთქი, ვერ ვიგრძენი, რომ საზოგადოება ამისთვის მზად იყო - არჩევნების შედეგები ყველა პარტიამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა. თვით ნაცმოძრაობამაც კი, რომელიც ამბობდა, არიქა, კრამიტებს დავამტვრევ და „ოცნებას" ხერხემალში გადავამტვრევო, არჩევნები აღიარა და გამოვიდა, რომ მარგინალი, სამყაროზე გაბოროტებული, ყველასა და ყველაფერზე გაბრაზებული ვარ და არაფერი მინდა.

 

თავს არავის ვადარებ, მაგრამ ყველა, ვისაც სიმართლის განცდა გაფაქიზებული აქვს, ტყუილსა და ცუდ საქციელზე ემოციურად რეაგირებს და ამას ხან სიბრაზით გამოხატავს, ხან ხმაურით, თუმცა ვანო, მერწმუნე, ასეთი ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო სევდიანები, გულჩვილები და მიმტევებლები არიან, ვიდრე ისინი, ვინც მაღალ მატერიებზე „დაყენებული სახეებით" ლაპარაკობენ", - აცხადებს ირმა ინაშვილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner