logo_geo
eng_logo
ელია თეზბიტელის ტაძარს კლდიდან მოწყვეტილი ლოდი დაეცა
- +

13 ნოემბერი. 2016. 18:40



დედოფლისწყაროში, წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელის ტაძარში მოღვაწე ბერები დახმარებას ითხოვენ. კლდეზე შეფენილ მონასტერს კლდიდან მოწყვეტილი უზარმაზარი ლოდი დაეცა. დაზიანებულია შენობის ნაწილი.


დიდი ზომის ნაპრალები გაუჩნდა შესასვლელ თაღს და სამრეკლოს ნაწილს. ამ დრომდე შეჩერებულია წირვა-ლოცვა. მოსახლეობას ტაძართან მიახლოვება აკრძალული აქვს.


მონასტერში მცხოვრები ბერები იხსენებენ, რომ მცირე ზომის ქვების შლა სხვა დროსაც შეინიშნებოდა, თუმცა ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.


ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპარქიის არქიტექტორი სერგო ქართველიშვილი ამბობს, რომ კლდის რღვევის საფრთხე კიდევ არსებობს, ვითარებას კი ნალექების სიხშირე ართულებს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner