ამერიკის ახლადარჩეულმა რიგით 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს მიმართა და მადლობა გადაუხადა მათ მხარდაჭერისთვის. აქვე ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა იქნება ყველაზე ძლიერი ქვეყანა და თითოეულ ამერიკელს შესაძლებლობა ექნება თავისი პოტენციალი სრულად გამოიყენოს.
„ჩვენ გავაორმაგებთ ზრდას და გვექნება მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკა. ამასთან, ვიმუშავებთ ყველა იმ ქვეყანასთან, რომელსაც ამის სურვილი ექნება. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობები გვექნება. არც ერთი ოცნება არ არის მეტისმეტად დიდი, და არც ერთი გამოწვევა არ არის მეტისმეტად ძლიერი. არაფერი, რისი მიღწევაც ჩვენი მომავლისთვის გვინდა, ჩვენთვის არ არის ხელმიუწვდომელი. ამერიკას მხოლოდ საუკეთესო ექნება ყველაფერი. თითოეულ ამერიკელს ექნება შესაძლებლობა, თავისი პოტენციალი სრულად გამოიყენოს. ჩვენი ქვეყნის დავიწყებული მამაკაცები და ქალები დავიწყებულები აღარ იქნებიან", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.