logo_geo
eng_logo
გამოფენის „იტალიური მოდის ისტორიის 60 წელი“ შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება
- +

13 ნოემბერი. 2016. 19:39



14 ნოემბერს, 12:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია გამოფენის „იტალიური მოდის ისტორიის 60 წელი" შესახებ.  პრესკონფერენციას გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი, გამოფენის კურატორი კომპანიის Galgano&Tota"-ს დირექტორი ალესია ტოტა, ვითიბი ბანკის ვიცე პრეზიდენტი გიორგი ბარკალაია და ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის წარმომადგენელი.


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, გამოფენა ოფიციალურად 14 ნოემბერს 19:00 საათზე გაიხსნება და  პირველად იქნება წარმოდგენილი იტალიური კრეატიულობის საუკეთესო ნიმუშები, მაღალი მოდისა და prêt-à-porter-ს უნიკალურ ტანსაცმელი: Emilio Schuberth, Sorelle Fontana, Roberto Capucci, Valentino, Sarli, Lancetti, Renato Balestra, Marella Ferrera, Brioni, Giorgio Armani, Laura Biagiotti, Roberto Cavalli, Dolce&Gabbana, Fendi, Salvatore Ferragamo, Gianfranco Ferré, Gucci, Crizia, Max Mara, Missoni, Moschino, Prada, Trussardi, Versace და სხვა ცნობილი იტალიური მოდის სახლებისა და დიზაინერების საუკეთესო ქმნილებები. წარმოდგენილი იქნება 70-მდე ექსპონატი.


კომპანია Galgano&Tota-ს მიერ ჩაფიქრებულ და განხორციელებულ ექსპოზიციას დიდი წარმატება ხვდა წილად იტალიისა და სხვა ქვეყნების  პრესტიჟულ საგამოფენო სივრცეებში. საქართველოში გამოფენა გაიმართება იტალიის საელჩოს ორგანიზებით, ექსპოზიციას მხარდ უჭერს  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი. ღონისძიების გენერალური სპონსორია ვითიბი ბანკი.


გამოფენას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 10 იანვრამდე გაგრძელდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner