მსახიობი, რეჟისორი ნანა მჭედლიძე დღეს 90 წლის გახდა.
იგი არის რეჟისორი ფილმებისა: "მოდის მატარებელი", "აეროპორტი", "გზაში"(1964), "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება"(1967), "დიდედები და შვილიშვილები"(1969), "პირველი მერცხალი"(1975), "ნამდვილი თბილისელი", "იმერული ესკიზები"(1979), "უკვდავების თეთრი ვარდი"(1985). არის ავტორი წიგნისა "მხიარული მოთხრობები".
ნანა მჭედლიძეს მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
თეირანის IV მსოფლიო კინოფესტივალის 2 "ოქროს ვერძი"-ის მფლობელი
ფრუნზეს საკავშირო კინოფესტივალის მთავარი პრიზი
საქართველოს სახალხო არტისტი
სოხუმის კინოფესტივალის გრან-პრი
ბათუმის კინოფესტივალის გრან-პრი
მინსკის საკავშირო კინოფესტივალის გრან-პრი
ობერჰაუზენის მსოფლიო კინოფესტივალის გრან-პრი
ფლორენციის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრი
ღირსების ორდენი.