logo_geo
eng_logo
14 ნოემბერს, ტექნოპარკში გლობალური მეწარმეობის კვირეული გახსნება
- +

13 ნოემბერი. 2016. 20:38



14 ნოემბერს, ტექნოპარკში ( ინოვაციების ქუჩა #7, თბილისი, ოქროყანა)  10:00 საათზე, გლობალური მეწარმეობის კვირეულის გახსნის ღონისძიება გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, ქართული სტარტაპები, სხვა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. გახსნის ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ კასრაძე.


ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შეეძლებათ მოისმინონ სტარტაპების წარმატების ისტორიები, გაეცნონ მათი განვითარების საფეხურებს, სირთულეებს, პრობლემებსა და ხელშეწყობის ინსტრუმენტებს. სტარტაპებს შორის იქნებიან საინვესტიციო პროგრამა ,,სტარტაპ საქართველოს" გამარჯვებული გუნდები, რომლებიც თავიანთ პროექტებს დამსწრე საზოგადოებას წარუდგენენ.


მეწარმეობის კვირეულის გახსნის ღონისძიების მეორე ეტაპი პანელურ დისკუსიას დაეთმობა, რომლის თემა სახალხო დაფინანსება (ქრაუდ ფანდინგი) იქნება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner