ახალი ზელანდიის დედაქალაქ უელინგტონში, მიწისძვრის შემდეგ, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ინფორმაციით, მოსალოდნელია ცუნამი, რომლის პირველმა ტალღამ უკვე მიაღწია ახალი ზელანდიის სანაპიროებამდე, რაც ქვეყანაში მომხდარმა 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ გამოიწვია.
როგორც ცნობილია, ცუნამის ტალღა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს მიუახლოვდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.