logo_geo
eng_logo
თამარ ჩორგოლეიშვილი: სააკაშვილის სამომავლო სტრატეგიაც და ტაქტიკაც გაუგებარი გახდება
- +

13 ნოემბერი. 2016. 20:41



„ტაბულას" დამფუძნებელი და „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩორგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:


„ასევე ველი, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც ამ პარტიის დამფუძნებელი მამა, რომლის სახელი თანამედროვე საქართველოს მშენებელთა ისტორიაში დარჩება, მარტო იმაზე არ ილაპარაკებს, რომ არჩევნები გააყალბეს და 4 წლის განმავლობაში ათას ფათერაკს გამოვლილმა პოლიტსაბჭოს წევრებმა ეს ხმები ვერ დაიცვეს. თუ მან დღეს პარტიული ისტებლიშმენტის წინააღმდეგ მხარდამჭერთა ემოციური ნაწილის წაქეზება გააგრძელა, მე მხოლოდ სინანული შემიძლია გამოვთქვა, რომ ახალ ვითარებას, რომელიც არანაირად არ ჰგავს 2003 წლის რევოლუციურ სიტუაციას, მან ალღო ვერ აუღო. ასე პარტია მართლა გაიყოფა და მომხრეთა რაოდენობის ზრდის ამოცანა გართულდება. მეტიც, ჩემთვის პირადად სრულიად გაუგებარი გახდება სააკაშვილის სამომავლო სტრატეგიაც და ტაქტიკაც, თორემ ლოზუნგები - გავთავისუფლდეთ ივანიშვილისაგან და ა.შ., იცოცხლე, კარგია",- წერს ჩორგოლეიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner