ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა „ნაციონალურ მოძრაობასთან" და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„ტვინნარღძობი მიშისტები, რომლებიც „ნაცმოძრაობასაც" გაემიჯნენ, კედელ-კედელ თავს იმშვიდებენ. მიშას ტრამპი ამერიკის რომელიმე შტატში გუბერნატორად რომ დანიშნავს, მერე გასკდით გულზე ქოცებოვოო. თქვე მართლა შეჭირვებულებო ჩამოყალიბდით იმ თქვენს გარეკილას უკრაინაში პრეზიდენტობისთვის ამზადებთ, ამერიკაში გუბერნატორად, თუ გვირაბის თხრით საქართველოში მოდის და დაგვამარცხებს გველეშაპივით. მიშა ღერძია და დედამიწა ბრუნავს მის გარშემოო. მღერძი კი არა - იბზრიალეთ მის გარშემო",- წერს ჯღარკავა.