უკრაინის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეკომპანია მე-5 არხის ეთერში განაცხადა, რომ ეჭვი არ ეპარება, პეტრო პოროშენკო საქართველოში მის ექსტრადირებას არ განახორციელებს.
„მე ძალიან კარგი აზრის ვარ პეტრო პოროშენკოზე. ვფიქრობ, ის მსგავსი რამის გამკეთებელი არ არის. მხოლოდ წარმოიდგინეთ ჰიპოთეტურად, რომ ის საქართველოს გადამცემს. თუნდაც ასე იყოს. საქართველოში 600 ათასი მომხრე მყავს და ზუსტად ერთ კვირაში მე უკვე თავისუფლებაზე ვიქნები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.