logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: ორი-სამი მილიონ ემიგრანტს ქვეყნიდან გავუშვებთ ან დავაპატიმრებთ
- +

13 ნოემბერი. 2016. 20:45



Independent- ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აპირებს ქვეყნიდან ორი-სამი მილიონი უსაბუთო ემიგრანტის „დაუყოვნებლივ" დეპორტაციას.


გამარჯვების შემდეგ თავის პირველ სატელევიზიო გამოსვლაში ტრამპმა აღნიშნა, რომ გეგმავს განახორციელოს ხისტი საიმიგრაციო პოლიტიკა. ასევე ითხოვს აშენდეს კედელი აშშ-სა და მექსიკას შორის.


„აი, რას ვაპირებთ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც არიან კრიმინალები, დაჯგუფების წევრები, ნარკოდილერები. ასეთები ბევრნი არიან, დაახლოებით ორი-სამი მილიონი, ჩვენ მათ გავუშვებთ ქვეყნიდან ან დავაპატიმრებთ",- განაცხადა ტრამპმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner