logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: პოზიტივზე ვიფიქროთ!
- +

13 ნოემბერი. 2016. 21:11



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება:

 

„თავს უფლებას ვაძლევ და ჩემს მეგობრებს, ვისაც ჯერ კიდევ ვერ გადაგიხარშიათ ტრამპის გამარჯვება და დღემდე მოთქვამთ facebook-ის გვერდებზე ამის გამო. მთელი გულით გირჩევთ, დაანებეთ თავი ამ ვაი-ვიშს.  ჩვენს ქვეყანას მივხედოთ და მხოლოდ პოზიტივზე ვიფიქროთ. ვიშრომოთ იმისთვის, რომ საქართველოს და ამერიკას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავწიოთ, სწორედ ტრამპის პრეზიდენტობის დროს. მე ამის რეალურ შესაძლებლობებს ვხედავ და ასეც იქნება. ჩვენთვის მთავარიც ესაა. ყველაფერი ძაან მაგრად იქნება. აგერ ჩვენ და აგერ ამერიკა ! 

გაუმარჯოს ამ გასაოცრად მაგარ ქვეყანას და ამერიკელებს, რომელთაც ხმა მისცეს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას. ვუსურვოთ, ჩვენთანერთად ჩვენ-ჩვენი გულების სიღრმეში რომ იმედები მაინც ცოცხლობენ, აი სწორედ იმ იმედების გამართლება",- წერს კვაჭანტირაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner