logo_geo
eng_logo
ჰენრი კისინჯერი: ტრამპის არჩევით არ ვფიქრობ, რომ რუსეთს გაუმართლა...
- +

13 ნოემბერი. 2016. 21:20



მსოფლიო პოლიტიკის პატრიარქი ჰენრი კისინჯერი ამერიკული ჟურნალისათვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-რუსეთის ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლის გზებს და საშუალებებს, სთავაზობს და ამერიკის ახალ პრეზიდენტს ტრამს რჩევას აძლევს.


კისინჯერი მრავლწახნაგობრივი პოლიტიკოსია, ბევრი თვლის რომ იგი ამ გზით დელიკატურ , საგანგებო დავალებეს ასრულებს, იგი მრვალაჯერ ყოფილა მოსკოვში და უშუალოდ პუტინს სწვევია.


„ვფიქრობდი ჰილარი მოიგებდა. ტრამპის მოვლენა საშუალო ამერიკული ფენის რეაქციაა საკუთარი ღირებულებების დასაცავად. საგარეო პოლიტკის კუთხით არსებობს განსხვავება ხედვათა შორის ამერიკელების საშუალო ფენასა და ელიტას შორის.

 

ჩვენ უნდა შევეშავთ ტრამპის კომპეტენტურობის საკითხის განხილვას, ის არჩეული პრეზიდენტია და თუ საჭირო გახდა მე მას დავეხმარები.

 

ყველაზე მეტად მაღელვეს ის შოკი, რაგვრადაც უცხო სახელმწიფოთა ლიდერები რეაგირებენ ტრამპის არჩევაზე.

 

არ ვფიქრობ, რომ ტრამპი პუტინის აპლოგეტია. უბრალოდ, მან ისარგებლა სიტუაციით, როდესაც დაინახა პუტნის კეთილგანწყობა მის მიმართ.

 

ტრამპის არჩევით არ ვფიქრობ, რომ რუსეთს გაუმართლა. პირიქით, არსებობს სფეროები, მაგ სირია და უკრაინა, სადაც აზრთა სხვადასხვაობაა. დღეს, ამ კონფლიქტში დაინტერესებული მხარეები რუსეთის საზიანოდ ისე იმოქმედებენ, რომ რუსეთს საპასუხო რეაქციისთვის აშშ-ს პოციზიების დაფიქსირება დასჭირდება.

 

რომ ჩაწვდე პუტინს, უნდა წაიკითხო დოსტოევსკი და არა "მაინ კამპფი".

 

პუტინმა იცის, რომ რუსეთი დღეს არაა ისეთი ძლიერი როგორიც იყო ადრე , საბჭოთა კავშირის დროს, ან არაა თუნდაც აშშ-ზე ძლიერი.

 

რუსეთი ააშენეს მეფეებმა, რომლებიც პირდაპირ რომელიღაც ჭაობიან ადგილას იტყოდნენ: "აქ იქნება ქალაქი ოდესა, ან აქ იქნება ქალაქი პეტერბურგი" , რუსებმა ათასწლეულებს გაუძლეს, გაუძლეს მონღოლებს... შვედეთის მეფე კარლ XII იმედოვნებდა, რომ ადვილად დაამყარებდა რუსეთში შვედურ წესრიგს, მაგრამ რუსი გლეხები წვავდენ საკუთარ მოსვალს, რომ ამით არ ესარგებლად დამპყრობლებს. რუსები იშიმშილებენ, მაგრამ ქვეყანას ხელში არ ჩაუგდებენ მტერს.

 

ბევრ ერს არ გადაუტანია იმაზე მეტი ისტორიულად, რასაც გაუძლო რუსეთმა.

 

კრიტიკულ მომენტში რუსეთი ყოველთვის ინარჩუნებდა წონსაწორობას და იმარჯვებდა მტერზე.

 

რუსებმა დაიცვეს მსოფლიო მონღოლებისგან,

მე-18 საუკინეში შვეციისგან,

მე-19 საუკუნეში ნაპოლეონისგან,

ჰიტლერისგან მე-20 საუკუნეში და დღესაც რუსეთს უკავია უმნიშვნელოვანესი პოზიცია რადიკალური ისლამის დასამარცხებლად სირიაში.

ამას მე გეუბნებით და გაითვალისწინეთ : რუსეთს ძალადობრივად ვერ გარდაქმნით!

ეს არის უნიკალური და რთული საზოგადოება.

 

რუსეთის საკითხი უნდა გადაწყდეს სამხედრო ძალის გარეშე, ისტორიული ღირებულებების გათვალისწინებით.

 

რუსეთმაც უნდა გაითვალისწინოს, რომ არ შეიძლება ცალმხრივად ძალის დემონსტრირების ხარჯზე პატივისცემის მოპოვება.

 

უკრაინა უნდა იქცეს ხიდად რუსეთსა და დასავლეთს შორის და არა რომელიმე მათგანის ფორპოსტად.

რუსეთი დიდი ქვეყანაა, რომელიც განიცდის დიდ შინაგან ტრამვას საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდგომ, ამერიკას კი არ სურს იხილოს კიდევ ერთი დიდი იუგოსლავია, რომელიც იქნება პეტერბურგიდან -ვლადივასტოკამდე გადაჭიმული.

 

მე უკრაინას ვერც ერთ სახმედრო ბლოკში ვერ განვიხილავ", - განაცხადა კისინჯერმა ამერიკული ჟურნალთან The Atlantic ინტერვიუში.


 

წყარო: tb24.ge

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner