logo_geo
eng_logo
წინანდალში, ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების საკითხზე დიალოგი გაიმართება
- +

13 ნოემბერი. 2016. 21:43



14 ნოემბერს 13:00 სთ-ზე,  სოფელ წინანდალში  ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში,    ევროკავშირთან  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) და მის ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელების თაობაზე კონსულტაციებში  ჩართვის მიზნით  დიალოგი გაიმართება, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე  -  საჯარო და კერძო სექტორს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.


ღონისძიებას  სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი  ნინო ჩიქოვანი და ევროპასთან ასოცირების შეთანხმების მხარდამჭერი პროექტის ხელმძღვანელი იოლანტა ტაჩინსკა გახსნიან.


ღონისძიების  მოდერატორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე იქნება, რომელიც DCFTA-ს ჭრილში სამინისტროს საქმიანობის შესახებ პრეზენტაციასაც გააკეთებს.


შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის, საჯარო  და კერძო სექტორის   წარმომადგენლები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner