logo_geo
eng_logo
„ოლდ აირიშის“ თავსდატეხილი ემოციები, ანუ თავის გატეხვას ბოთლის გატეხვა ჯობია
- +

20 მარტი. 2016. 16:59



მარტის დასაწყისში ქართველ ლუდის გურმანებს ახალი სპეც-ლუდის დაგემოვნების საშუალება აქვთ. ლუდის რეცეპტურის შექმნამდე ჩატარდა ლუდის განსაკუთრებული რეცეპტურების კვლევა. საბოლოო ჯამში, არჩევანი ირლანდიურ გემოზე შეჩერდა. ლუდი „ოლდ აირიში" ოთხი სახის ალაოსგან მზადდება და თვითონ სითხეც, როგორც ირლანდიურ ლუდს ახასიათებს, წითელი ფერისაა.


რა თქმა უნდა, ბრენდის კომუნიკაციაც ირლანდიური თემატიკის, განსაკუთრებით კი ირლანდიური პაბის, გარშემო აეწყო.


ინტერნეტ კამპანიის ფარგლებში მთავარი გათვლა მომხმარებლის რეალურ განცდებსა და ემოციებზე გაკეთდა. მივმართეთ თანამედროვე ტექნოლოგიებს და გამოვიყენეთ ოკულუსის სათვალე, რომელიც ვიდეოს 360 გრადუსით ყურების საშუალებას იძლევა და შესაძლებელს ხდის მაყურებელმა სრულიად განიცადოს ის ემოციები, რაც ვიდეოში ხდება.

 

პროექტის მთავარი იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ მძაფრი განცდების ხარჯზე წაგვეშალა ზღვარი ვირტუალურ და რეალურ სამყაროს შორის. ამიტომ სანამ გამვლელი ირლანდიაში ვირტუალურად მოგზაურობდა მის გარშემო ნამდვილი ირლანდიური პაბი იწყობოდა", - აცხადებენ  კომპანიაში.


 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner