logo_geo
eng_logo
„სარაჯიშვილმა“ გრემში ახალი სპირტის საწარმო გახსნა
- +

13 ნოემბერი. 2016. 22:30



გრემში, სპირტის საწარმოს გახსნის პროექტის განსახორციელებლად 827 000 აშშ დოლარი დაიხარჯა.  აქედან, აგროკრედიტის მოცულობამ 600 000 აშშ დოლარი შეადგინა.


საწარმო აღჭურვილია შარანტის ტიპის რვა აპარატით, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს ღვინის ბრენდის კლასიკური ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნას უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, რომელიც ადგილობრივი ბაზრისთვისაა განკუთვნილი. საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული


შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში მიღებული 600 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხის დახმარებით, სააქციო საზოგადოება ,,სარაჯიშვილმა" 122 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, ენისელში, გრემსა და შილდაში გააშენა ვენახი. მას თავად მოჰყავს ღვინის ბრენდისათვის საჭირო ყურძენი, ხდის საბრენდე სპირტს, აძველებს მუხის კასრებში, ასხამს ღვინის ბრენდს და ახდენს მის დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით


 კახეთის რეგიონში გაიხსნა 52 ახალი საწარმო და გაფართოვდა 303 საწარმო, სრული ინვესტიცია - 50 715 683 აშშ დოლარი


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner