სარაჯიშვილების სახლ-მუზეუმის სარესტავრაციო სამუშაოები შპს „Black Sea Group"-მა ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ შეასრულა.
12 ნომრიანი სასტუმრო სახლ-მუზეუმი უმასპინძლებს დაახლოებით 28-მდე პერსონას. ეზოს ტერიტორიაზე შესაძლებელია 400- ზე მეტი სტუმრის მიღება-გამასპინძლება.
ტურისტული პოტენციალის ასამაღლებლად იგეგმება 5 ჰექტარ ტერიტორიაზე ვენახის გაშენება. არყის სახდელი ქარხნის მონტაჟი.
ტურისტებს გაუმასპინძლდებიან ქართული ტრადიციული სამზარეულოთი, ქვევრის ღვინოების დიდი არჩევანით და ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ჭაჭით.
პროექტის ღირებულება 700 000 ლარამდე შეადგინა.