ამერიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უარს ამბობს მიიღოს პრეზიდენტის ხელფასი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ხელფასი 400 ათასი ამერიკული დოლარია. როგორც ტრამპი აცხადებს, ეს თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.
„რაც შეეხება ხელფასს, მე დოლარსაც არ ავიღებ, თუ კი პრეზიდენტი გავხდები",- განაცხადა წინასაარჩევნო ერთ-ერთ შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა.
მან ეს პასუხი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზეც დაადასტურა.
ტრამპი ამერიკის მესამე პრეზიდენტია, რომელმაც საკუთარი ხელფასის აღებაზე უარი თქვა. მანამდე იგივე გააკეთეს ჰერბერტ ჰუვერმა, 1929 წელს და ჯონ კენედიმ, 1961 წელს.