logo_geo
eng_logo
ილია II ნათლიის შესახებ: ბევრჯერ მინახავს, დედა ზოილე მუხლოდრეკილი როგორ ლოცულობდა
- +

14 ნოემბერი. 2016. 01:12



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ცხოვრებაზე შექმნილი ოთხტომეული დღის სინათლეს მალე იხილავს. ოთხტომეული საქართველოს პატრიარქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ საარქივო დოკუმენტზე დაყრდნობით წლების განმავლობაში იქმნებოდა. პროექტის ავტორი და შემდგენელი, სრულიად საქართველოს საპატრიარქოს არქივის დირექტორი მზია კაცაძეა. გაზეთი „კვირის პალიტრა" ოთხტომეულიდან პატრიარქის რამდენიმე  მოგონებას მკითხველს უზიარებს.


„ჩემი ნათლია დეიდა ზოილე (დვალიშვილი) მეტად სათნო, განათლებული და წიგნიერი პიროვნება იყო. განსაკუთრებით აკაკი წერეთელი უყვარდა. მისი ბევრი ლექსი ზეპირად იცოდა. მახსენდება, ბავშვობაში მასთან ერთად ვესწრებოდი საერთო ლოცვას. ამის შემდეგ იგი სენაკში განმარტოვდებოდა ხოლმე და პირად ლოცვებს კითხულობდა, მაგრამ ამას მე არ მიმხელდა. მეტყოდა ხოლმე: ახლა დავწვეთ დავისვენოთო - თითქოს თავადაც იძინებდა. ბევრჯერ გამღვიძებია და მინახავს, დედა ზოილე მუხლოდრეკილი როგორ ლოცულობდა",- იხსენებს პატრიარქი ნათლიის შესახებ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner