logo_geo
eng_logo
სერგო რატინი: სააკაშვილი წელიწადია პარტიის თავმჯდომარე აღარ არის
- +

14 ნოემბერი. 2016. 01:37



„უგულავას აზრს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს",- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატინმა „კვირის პალიტრასთან" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. რატიანმა ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარე წელიწადია აღარ არის.


„სააკაშვილი წელიწადია პარტიის თავმჯდომარე აღარ არის. მას საქართველოს მოქალაქეობა არა აქვს. შესაბამისად, საკითხის დაყენება, გადავაყენებთ თუ არა თავმჯდომარის პოსტიდან, არასწორია. ის ფორმალურად „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ახლაც არ არის",- განაცხადა რატიანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner