logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ჩემი ბავშვობა დაემთხვა საქართველოს ეკლესიისთვის მეტად მძიმე პერიოდს
- +

14 ნოემბერი. 2016. 02:41



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ცხოვრებაზე შექმნილი ოთხტომეული დღის სინათლეს მალე იხილავს. ოთხტომეული საქართველოს პატრიარქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ საარქივო დოკუმენტზე დაყრდნობით წლების განმავლობაში იქმნებოდა. პროექტის ავტორი და შემდგენელი, სრულიად საქართველოს საპატრიარქოს არქივის დირექტორი მზია კაცაძეა. გაზეთი „კვირის პალიტრა" ოთხტომეულიდან პატრიარქის რამდენიმე  მოგონებას მკითხველს უზიარებს. ერთ-ერთი ამონარიდი ბავშვობის მოგონებიდან:

 

„ჩემი ბავშვობა დაემთხვა საქართველოს ეკლესიისთვის მეტად მძიმე პერიოდს. სამღვდელოება იდევნებოდა. ეკლესიები იხურებოდა. ხალხს წირვა-ლოცვაზე დასწრების ეშინოდა. ჩვენს სახლს ხშირად აფარებდნენ თავს დევნილი სასულიერო პირები, თვეობით რჩებოდნენ ჩვენთან და წარუშლელ კვალს ტოვებდნენ პირადად ჩემს აზროვნებასა და ბუნებაზე...",- იხსენებს ილია II-ე.

 

ოთხტომეულს - „ილია II" „პალიტრა L"-ი  გამოსცემს და მკითხველს მისი შეძენა 19 დეკემბრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ერთად შეეძლება.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner